(ბერძნ. pan- ყველაფერი, kreas ხორცი) – შინაგანი და გარეგანი სეკრეციის ჯირკვალი მდებარეობს კუჭს ქვემოთ. მისი მარჯვენა ბოლო (თავი) უშუალოდ ეხება თორმეტგოჯა ნაწლავს, ხოლო მარცხენა ბოლო (კუდი) აღწევს ელენთას. სეკრეციულ ეპითელიუმთან ერთად, რომელიც გამოჰყოფს საჭმლის მომნელებელ წვენს, ჯირკვალში არის განსაკუთრებული უჯრედთა ჯგუფები, ე.წ. ლანგერჰანსის კუნძულები, რომლის ბეტა-უჯრედები გამოყოფს ჰორმონ ინსულინს, ხოლო ალფა-უჯრედები წარმოქმნის ჰორმონ გლუკაგონს. ინსულინის გამომმუშავებელი უჯრედების ფუნქციის მოშლასთან დაკავშირებულია დაავადება – შაქრიანი დიაბეტი. |