|
პლევრა |
(ბერძნ.) გვერდი – სეროზული გარსი, ფარავს როგორც ფილტვებს ისე გულმკერდის ღრუს შიგნითა ზედაპირს. არჩევენ პლევრის ორ ფურცელს: 1. ვისცერულ (ფილტვის პლევრა), რომელიც მჭიდროდ არის შეზრდილი ფილტვის ზედაპირთან და წილებს შორისაც ჩადის, 2. პარიესულს, რომელიც შეზრდილია გულმკერდის კედლებთან და ფარავს ნეკნების, ნეკნთაშუა კუნთების შიგნითა ზედაპირს, შუასაძგიდსა და შუასაყარს. |