|
პლევრიტი ადჰეზიური |
(pleuritis იხ. პლევრიტი, adhaesiva (მდედრ. ლათ. ზედსართ.) adhaesivus მწებარე, შემხორცებელი) – მშრალი პლევრიტის უმეტესად კი ექსუდაციური პლევრიტის შემდგომი პლევრის ფურცლების შეხორცება. პატარა შეხორცებები ავადმყოფს არ აწუხებს და სუნთქვას არ აფერხებს, პლევრის ღრუს დახშობა კი ზღუდავს სათანადო ფილტვის მუშაობას და აფერხებს სუნთქვას. |