|
პლევრიტი ექსუდაციური |
[pleuritis იხ.პლევრიტი exsudativa მდედრ. ლათ. ზედსართ. exsudativus გამომჟონი] – პლევრის ფურცლების ანთება, რომელსაც მოჰყვება პლევრის ღრუში ანთებითი სითხის (ექსუდატის) გამოჟონვა. გამონაჟონის ხასიათის მიხედვით ექსუდატი შეიძლება იყოს: სეროზული, ჩირქოვანი, ლპობითი, ჰემორაგიული, ქილოზური და სხვ. ავადმყოფი უჩივის ჭვალს გვერდში, მშრალ შემაწუხებელ ხველას, ქოშინსა და სიცხის მომატებას. |