|
პნევმონია კრუპოზული |
[ბერძნ.pneumon ფილტვი, crouposus (მდედრ. crouposa) კრუპოზული, შოტლ. croup კანი გარსი] – ფილტვის ანთება, რომელიც ჩვეულებრივ, ფილტვის მთელ წილზე ვრცელდება, მაგრამ ამით კრუპოზული ანთების არე შეიძლება არ განისაზღვროს. ის შეიძლება მთელ ფილტვზე გავრცელდეს. გამომწვევი ყველაზე ხშირად პნევმოკოკია. დამახასიათებელია უეცარი დაწყება, მაღალი ტემპერატურა – 39–40°C, შემცივნება, ჭვალი გულმკერდში შემაწუხებელი ხველა, ზოგჯერ სისხლიანი ან ჟანგისფერი ნახველი. |