|
პროგრესირებადი დამბლა (ფსიქიკური ავადმყოფების) |
[ბერძნ. paralyo ვაუძლურებ, progressiva (მდედრ. ლათ. ზედსართ.) progressivus იხ. პროგრესირებადი, alienorum ნათ. მრავლ. (ლათ. alienus უცხო შეშლილი)] – ნევროსიფილისის პარენქიმული ფორმა. ვითარდება სიფილისური ინფექციის შეჭრიდან 8–15 წლის შემდეგ. ახასიათებს როგორც ნევროლოგიური, ისე ფსიქიკური სიმპტომები (ჭკუასუსტობა, ბოდვა, ჰალუცინაცია, მეტყველების მოშლა და სხვ.). მკურნალობა დაწყებით სტადიაში ეფექტურია. |