|
რეაქცია ველტმანის |
( O. Weltmann ავსტრიელი ექიმი, 1885–1934) – სისხლის შრატის ცილების შედედება (კოაგულაცია) დისტილირებული წყლით 50–ჯერ განზავებული სისხლის შრატის (რომელსაც დამატებული აქვს პროგრესიულად კლებადი კონცენტრაციის კალციუმის ქლორიდის ხსნარი) გაცხელებისას მდუღარე წყლის აბაზანაში. ველტმანის რეაქცია იცვლება ექსუდაციურ-ანთებითი პროცესებისა (მაგ. პნევმონიის) და ფიბროზული პროცესების (ღვიძლის ციროზის, ღვიძლის პარენქიმის დაზიანების) შემთხვევებში. |