|
რეზისტენცია |
(ლათ.resisto წინააღმდეგობას ვუწევ, წინ აღვუდგები) – 1.გარეშე ძალის მოქმედებისადმი წინააღმდეგობა; ქსოვილის გასინჯვის დროს წინააღმდეგობის შეგრძნება (გამკვრივების, სიმსივნის შემთხვევაში); 2. ინფექციისადმი ორგანიზმის გამძლეობა. ხმარობენ ტერმინ "იმუნიტეტის" ტოლფასად; 3. მიკრობების გამძლეობა ანტიბიოტიკების, სულფამიდების და სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ. |