lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
რეტიკულურ–ენდოთელური სისტემა, რეტიკულურ– ჰისტიოციტური სისტემა
[ბერძნ. systema (საშ.) შედგენილობა, reticuloendotheliale (საშ. გვიანდ. ლათ. ზედსართ.), (ლათ.reticulum ბადე, ლათინიზ. endothelium იხ. ენდოთელიუმი)] – ორგანიზმში (ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ღვიძლში, თირკმელსზედა ჯირკვლის ქერქში, ჰიპოფიზში და სხვ.) ფართოდ გაფანტული ენდოთელური და რეტიკულური უჯრედების სისტემა, რომელიც შთანთქავს ორგანიზმის წვენებში ცირკულირებად სხვადასხვა კოლოიდურ და შეწონილ ნივთიერებას, იცავს ორგანიზმს შხამებისა და ბაქტერიებისაგან, ეხმარება იმუნიტეტის გამომუშავებაში.