lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
სეროჰეპატიტი
[ლათ.serum შრატი, ბერძნ. hepar(ნათ.hepatos) ღვიძლი, -itis ანთება] – ინოკულაციური სიყვითლე – ჰეპატიტი, რომლის დროსაც დასნებოვნება ხდება ინფექციის პარენტერული გზით გადაცემის შედეგად. მაგ. წითელას საწინააღმდეგო შრატის შეყვანისას, ვირუსის შემცველი სისხლის გადასხმისას ან არასაკმაოდ გასტერილებული ინსტრუმენტების (ნემსის, შპრიცის და ა. შ.) ხმარებისას, რომლებითაც სისხლს უღებდნენ ჰეპატიტით დაავადებულებს. დაავადების სურათი ისეთივეა, როგორიც ეპიდემიური ჰეპატიტის დროს, იმ განსხვავებით, რომ ეპიდემიური ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდი 20–40 დღემდე გრძელდება, ხოლო სეროჰეპატიტის დროს მნიშვნელოვნად მეტია – 150 დღემდე.