|
სიმპათიკოტონია, სიმპათოზი |
(ლათ.sympathicus იხ. სიმპათიკური,ბერძნ. tonos დაძაბვა) – ნერვული სისტემის განსაკუთრებული მგრძნობიარობა, რაც ვლინდება ტაქიკარდიითა და არტერიული წნევის მომატებით, კანის სიმშრალით, გუგების გაფართოებით, ადრენალინისადმი მგრძნობელობის გაძლიერებით და სხვ. |