|
სინდრომი ბროუნ–სეკარის |
(C.H. Ed. Brown-Sekuard ფრანგი ფიზიოლოგი და ნევროლოგი, 1818–1894) – აღინიშნება ზურგის ტვინის ნახევრის დაზიანებისას და ახასიათებს დაზიანების მხარეზე სპაზმური დამბლა, ღრმა მგრძნობელობის მოშლა, პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის დონიდან ქვევით, ხოლო საწინააღმდეგო მხარეზე – ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნების დაკარგავა. სინდრომი აღინიშნება ტრავმის (ჭრილობის), მიელიტის, ექსტრამედულური სიმსივნის, გაფანტული სკლეროზის და სხვა დაავადებათა დროს. |