|
სინდრომი ლორენს– მუნ– ბიდლის |
(J.Z. Laurence 1830–1874 და Rchmon 1844–1914 ინგლისელი ოფთალმოლოგები, A. Biedl ვენისა და პარიზის ენდოკრინოლოგი, 1869–1933) – პიგმენტური რეტინიტი, ცხიმის ჭარბად დაგროვება, სასქესო ორგანოების განუვითარებლობა, გონებრივი ჩამორჩენილობა, პოლიდაქტილია ან სინდაქტილია, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ბულიმია, პოლიდიფსია და სხვ. სინდრომი ოჯახობრივ–მემკვიდრეობითი ხასიათისაა და ჰიპოთალამური არისა და ჰიპოფიზის დაზიანების შედეგია. |