lexicon.psp.ge
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
სინდრომი მორგანი–ადამს–სტოქსის
(G. Morgagni იტალიელი ექიმი, 1682–1771; R. Adams ინგლისელი ექიმი 1791–1875; W. Stokes ირლანდიელი ექიმი, 1804–1878) – პარკუჭების მოქმედების დროებითი შეწყვეტის ან მათი შეკუმშვათა რიტმის ძლიერი შენელების შედეგად გულის წასვლა. მკვეთრი ფერმკრთალობა, ღრმა სუნთქვა, რასაც მოსდევს სუნთქვის შეწყვეტა, სახის კუნთების ტოკვა, ეპილეფსიფორმული კრუნჩხვები. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს. ეს სინდრომი აღინიშნება სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს.