|
სინდრომი ჰეპატურ–რენული |
[ბერძნ. hepar(ნათ.hepatos ) ღვიძლი, ლათ. ren თირკმელი] – სიმპტომები, რომლებიც წარმოიქმნება პათოლოგიურ პროცესში ღვიძლისა და თირკმელის ჩართვის შემდეგ, აღინიშნება ჰეპატიტის, ქოლანგიტის, ღვიძლის კიბოს და სხვ. დროს. ახასიათებს სიყვითლე, ღვიძლის გადიდება, ალბუმინურია, შარდში ცილინდრები, აზოტემია, ანურია, ურემია და სხვ. |