lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
სიფილისი თანდაყოლილი, კონგენიტური
სიფილისი თანდაყოლილია, თუ ის მუცლადყოფნის დროს გადაეცა ნაყოფს დაავადებული ან ცუდად ნამკურნალევი დედისგან. ტრეპანომა ნაყოფის ორგანიზმში პლანცეტიდან ხვდება. თანდაყოლილი სიფილისი შეიძლება იყოს აქტიური (ახასიათებს გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსზე, ძვლების დაზიანება და სხვ.) და ფარული. თუ თანდაყოლილი სიფილისი დროზე არ გამოავლინეს და ავადმყოფს დროზე არ უმკურნალეს, მას მოჰყვება მძიმე გართულებები – სიყრუე, სიბრმავე, გონებრივი ჩამორჩენილობა და ნაადრევი სიკვდილი.