lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
სტეთოსკოპი
(ბერძნ. stethos მკერდი, skopeo ვუყურებ) – ხის, კაუჩუკის, პლასტმასის, ლითონის ან სპილოს ძვლისგან გაკეთებული მილი, რომლის ერთ ბოლოში მილძაბრა მეტად გაგანიერებულია და ყურის ნიჟარას ეხება, მეორე ბოლოში კი – შედარებით ვიწროა და ავადმყოფის სხეულს ეხება. ხმარობენ ავადმყოფის აუსკულტაციისთვის (მოსასმენად).