|
ტაქიპონე |
(ბერძნ.tachys ჩქარი, pnoe სუნთქვა) – ქოშინის ერთ-ერთი სახე, როდესაც სუნთქვა აჩქარებულია (სრულასაკოვნებში წუთში 40–60–მდე ნაცვლად 16–18–ისა სიმშვიდის დროს), მაგრამ ღრმა არ არის; გვხვდება ისტერიის, ზოგჯერ გულისა და ენდოკრინული სისტემის დაავადების დროს. |