|
ტეტანუსი |
(ბერძნ. tetanos დაძაბულობა, კრუნჩხვა) – 1. კუნთების ხანგრძლივი ტონური შეკუმშვა, რომელიც გამოწვეულია მცირე ინტერვალით დაცილებული ნერვული იმპულსების მიღებით; 2. გაშეშება – მძიმე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტეტანუსის ბაცილა (მის ტოქსინებს აქვს ნეიროტროპული თვისება ე.ი. მოქმედებს ნერვულ სისტემაზე). ახასიათებს განივზოლიანი კუნთების შეტევითი ხანგრძლივი ტონური შეკუმშვა და მთელი სხეულის მტკივნეული დაძაბულობა. |