[ბერძნ.typhus იხ. ტიფი ლათ. abdomen (ნათ.abdominis ) მუცელი] – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს მუცლის ტიფის ჩხირები. დაავადების პირველ კვირას აღინიშნება პეიერის ბალთების ინფილტრაცია, ტემპერატურის თანდათანობით აწევა, საერთო ღონემიხდილობა და სხვ.; მეორე კვირას – ელენტის გადიდება, მუდმივი ცხელება, პულსის შენელება, როზეოლური გამონაყარი, დაბინდული ცნობიერება, მშრალი ენა, ლეიკოპენია ლიმფოციტოზით და ვიდალის დადებითი რეაქცია; მესამე კვირას – საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ მოსალოდნელია გართულებანიც ნაწლავებში (სისხლჩაქცევებისა და ნაწლავთა პერფორაციის სახით ა.შ.). |