![]() |
|
| ტრიზმი |
| (ბერძნ. trismos კრაჭუნი) – სამწვერა ნერვის მამოძრავებელი ბოჭკოების გაღიზიანების შედეგად საღეჭი კუნთების სპაზმი. გვხვდება ტეტანუსის, ცოფის, მენინგიტის, სამწვერა ნერვის, ნევრალგიის, მწვავე პერიოდონტიტისა და არცთუ იშვიაშად ფსევდობულბური დამბლის დროსაც. |