|
ურეთრა |
(ბერძნ.) შრდსადენი შრდის გამომტანი მილი; მამაკაცის შარდსადენი u. masculine (PNA) წარმოადგენს S–ისებურ მოდრეკილ 20 სმ–მდე მილს, რომელშიც არჩევენ: წინამდებარე ნაწილს, აპკისებრ ნაწილს, ბოლქვიან ნაწილს და ყველაზე გრძელ მღვიმოვან ნაწილს. მამაკაცის შრდსადენი განკუთვნილია როგორც შარდის, ისე თესლის გასატარებლად. ქალის შარდსადენი u. feminine (PNA) წარმოადგენს 3-5 სმ სწორ მილს, რომელიც იხსნება საშოს კარიბჭეში. |