lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ურტიკარია, ჭინჭრის ციება
(ლათ. urtica ჭინჭარი) – კანის თავისებური (უხშირესად ალერგიული) რეაქცია სხვადასხვაგვარ ენდოგენურ და ეგზოგენურ გამაღიზიანებლებზე. ახასიათებს ფართო, ბრტყელი, ამობურცული, მეტ-ნაკლებად ქავანა გამონაყარი. გამონაყარის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეა. მიზეზის ლიკვიდაციის შემდეგ გამონაყარი ქრება. ზოგჯერ, გამოუცნობი მიზეზის შემთხვევაში, გამონაყარი რეციდივირებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.