|
ფებრის კონტინუა |
[ლათ. febris (მდედრ.) იხ. ფებრის, continua (მდედრ. ლათ. ზედსართ.), continuus განუწყვეტელი, მუდმივი] – მუდმივი ტიპის ცხელება, ჩვეულებრივ, მაღალი ტემპერატურა, რომლის ცვალებადობა დღე-ღამეში (რამდენიმე დღის განმავლობაში) ერთ გრადუსს არ აღემატება. მიმდინარეობს ხანგრძლივად, საგრძნობი შემსუბუქების გარეშე. ასეთი ტემპერატურა ახასიათებს მუცლის ტიფსა და პარტახტიან ტიფს, კრუპოზულ პნევმონიას. |