|
ფებრის უნდულანს |
[ლათ.febris იხ. ფებრის, undulans ტალღისებრი, (undula ტალღა)]– ტალღისებრი ცხელება. მაღალ ციფრებამდე ტემპერატურის თანდათანობითი მატების პერიოდებს შეენაცვლება ნორმამდე ან მის ქვევით თანდათანობითი დაწევის პერიოდები, მაგ., ბრუცელოზისა და ლიმფოგრანულომატოზის შემთხვევაში. |