lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ფენომენი აშნერის
(B. Aschner ავსტრიელი გინეკოლოგი, 1883–) – თვალის კაკალზე ხელის დაჭერას 2–5 წამის შემდეგ მოსდევს მაჯის გაიშვიათება და არტერიული წნევის დაქვეითება. ნორმაში მაჯა იშვიათდება 4–6 დარტყმით წუთში. რეფლექსი დადებითია, თუ მაჯა გაიშვიათდა 12 და მეტი დარტყმით წუთში. დადებითი რეფლექსი მიუთითებს ცდომილი ნერვის ტონუსის მომატებაზე. ბავშვებისათვის ეს რეფლექსი ფიზიოლოგიურია.