|
ფეტიშიზმი |
(ფრანგ. fetiche კერპი, -ismus მდგომარეობა) – 1. ნებისმიერი საგანი, რომელსაც მიაწერენ მაგიურ ძალას და თაყვანს სცემენ; 2. სქესობრივი გრძნობის გაუკუღმართება, რომელიც ვლინდება მოწინააღმდეგე სქესის სხეულის რომელიმე ნაწილის ან ტანსაცმლისადმი სქესობრივი მიზიდულობით. ფსიქოპათიის გარკვეული ფორმის დამახასიათებელია; 3. რაიმეს ბრმად თაყვანისცემა. |