|
ფსევდოჰალუცინაცია |
(ბერძნ. pseudes ცრუ, ლათ.halucinatio ბოდვა) – ჰალუცინაციის თავისებური სახე, როდესაც ჭეშმარიტი ჰალუცინაციისგან განსხვავებით, ავადმყოფი ჰალუცინაციურ ხატს ხედავს ან ისმენს არა გარე სივრცეში, არამედ თავის ორგანიზმში, ე.ი. ჰალუცინაციის პროექცია სივრცეში არ ხდება. აღინიშნება შიზოფრენიის გარკვეული ფორმის შემთხვევაში. |