lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ქაცვი
ქაცვი ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი მცენარეა ფშატისებრთა ოჯახიდან. სიმაღლით 1,5-3,5 მ, იშვიათად 10 მ-მდე სიმაღლის ხეა. მას ქართლში კატაფშატას, ჭყარტლას ეძახიან, კახეთში – ეშმაკის ფეხას, რაჭაში – ტუნირს, გურიაში – ყვავტყემალას. აქვს სუსტი, ზედაპირული, ზონრისებური ფუნჯა ფესვთა სისტემა, ეკლის დაბოლოებული ყლორტები. ფოთლები მორიგეობითია, მოკლე ყუნწებით, ხაზურ-ლანცეტა, სირგძით 2-8 სმ, სიგანით 0,5 სმ. კიდემთლიანი, ზემოდან მონაცრისფრო-მუქი მწვანე, ქვემოდან მოვერცხლისფრო-თეთრი, დაფარული თეთრი და რუხი ვარსკვლავისებრი ბუსუსებით. ყვავილები ორბინიანია, სწორი ხამისებური, უფურცლებო ყვავილსაფარით. ნაყოფი წვნიანი, პრიალა, ნარინჯისფერი, ყვითელი ან მოწითალოა, სფეროსებრი ფორმისაა, 1 სმ-მდე სიგრძის კურკით, სპეციფიკური გემოთი და არომატით. ყვავილობს აპრილ-მაისში, ფოთლების გაშლამდე ან მასთან ერთად. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბრის განმავლობაში.