|
ყური |
ხერხემლიანი ცხოველისა და ადამიანის სმენის ორგანო.სმენითი ანალიზატორის პერიფერიული ნაწილი. ანატომიურად ადამიანის ყურში არჩევენ: 1. გარეთა ყურს - შეიცავს ყურის ნიჟარასა და გარეთა სასმენ მილს; 2. შუა ყურს - შეიცავს დაფის ღრუს, სასმენ ლულასა და დვრილისებრ მორჩს; 3. შიგნითა ყურს ანუ ლაბირინთს, რომელიც შედგება ლოკოკინას - შიგნითა ყურის სასმენი ნაწილისა და კარიბჭისაგან ნახევარრკალოვანი არხებით - ვესტიბულური აპარატის პერიფერიული ნაწილი. |