|
ჩუტყვავილა |
[კნინ. variola-დან (ლათ. varius ნაირ-ნაირი, აჭრელებული)] - ბავშვთა ასაკის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ფილტრში გამავალი ინფექციური ვირუსი. თან სდევს ცხელებითი რეაქცია და მთელი კანის ტანზე დამახასიათებელი ვეზიკულური გამონაყარი. ჩუტყვავილა გადადის ჰაერწვეთოვანი (ინკუბაციური პერიოდის ბოლოს და გამონაყარის წარმოქმნიდან პირველ 3-4 დღეს), აგრეთვე კონტაქტური გზით (დაავადების უფრო მოგვიანებით პერიოდში). შემთხვევათა უმეტესობაში ჩუტყვავილა კეთილსასურველად მიმდინარეობს. |