lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
წითელა
(ლათ. morbus დაავადება) - ზირითადად ბავშვთა ასაკის მწვავე ინფექციური დაავადება. კლინიკურად ნიშანდობლივია მაღალი სიცხე, კონიუქტივიტი, სურდო, სასუნთქი ორგანოების კატარული მოვლენები და დამახასიათებელი გამონაყარი, რომელიც მესამე-მეოთხე დღეს იწყება სახიდან და ვრცელდება მთელს ტანსა და კიდურებზე. ინკუბაციური პერიოდი 7-10 დღეა. გადადების გზები წვეთოვან-ჰაეროვანია. წითელათი დაავადებული ინკუბაციის ბოლო დღეებში და დაავადების პირველ 2-3 დღეს გადამდებია გარშემო მყოფთათვის. მოსალოდნელია წითელას მძიმე გართულებები, რომელთაგან განსაკუთრებით საშიშია ფილტვების ანთება.