lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ჰემიკრანია, შაკიკი
(ბერძნ.hemi-ნახევარი, kranion ქალა); (ფრანგ.) migraine შაკიკი – თავის ძლიერი ტკივილის შეტევა მეტწილად თავის ერთ–ერთ ნახევარში. ხშირად წინ უძღვის ზოგადი აგზნება, ძილიანობა, თავში სიმძიმის შეგრძნება და სხვ. სხვადასხვა სახის გაღიზიანება (ხმაური, მოძრაობა და სხვ.) და ემოციური ფაქტორები იწვევს თავის ტკივილის შეტევას ან მკვეთრად აძლიერებს მას და პირიქით, სიმშვიდე, ბნელ ოთახში ყოფნა ტკივილს შედარებით ანელებს. ტკივილი მცირდება აგრეთვე ვალსალვის ცდის (ცხვირზე ხელის მოჭერის შემდეგ ლოყების მკვეთრი გაბერვა) შესრულებით. შეტევის შემდეგ ავადმყოფები გრძნობენ საერთო დამტვრეულობას, სიმძიმეს თავში, ზოგჯერ გადადიან ძილის მდგომარეობაში, დაავადებას უკავშირებენ თავის სისხლძარღვთა ინერციის მოშლას.