lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ჰემოგლობინი
[ბერძნ.haima(haema) სისხლი, ლათ. globus ბურთულა] – სისხლის წითელი ბურთულების (ერითროციტების) შემადგენელი ნაწილი (საღებავი ნივთიერება), რთული ქიმიური ნაერთი, შედგება ცილა გლობინისა და ჰემის ოთხი მოლეკულისგან. ჰემის მოლეკულას, რომელიც რკინის ატომს შეიცავს, ახასიათებს უნარი შეიერთოს და გასცეს ჟანგბადის მოლეკულა. ორგანიზმში ჰემოგლობინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს; იგი ჟანგბადის გადამტანია და მონაწილეობს ნახშირმჟავას ტრანსპორტში.