lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ჰემოფილია
[ბერძნ.haima(haema) სისხლი, philia სიყვარული, მიდრეკილება] – მემკვიდრული მიდრეკილება სისხლის დენისადმი, რომლის დროსაც სისხლის შედედების უნარი დაქვეითებულია თრომბოპლასტინის წარმოქმნაში მონაწილე ანტიჰემოფილური გლობულინის (VIII ფაქტორი) სისხლში არ არსებობის გამო. ჰემოფილია მამაკაცთა დაავადებაა, რომლის გადამცემია ("ავადმყოფობის კონდუქტორი") ქალი. ქალები ავადდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფი მამაკაცი დაქორწინდება "ავადმყოფობის კონდუქტორ" ქალზე და შეერთდება ორი პათოლოგიური X ქრომოსომა.