|
ჰეპატიტი |
[ბერძნ.hepar (ნათ.hepatos) ღვიძლი, -itis ანთება] – ღვიძლის ანთებითი ხასიათის დაავადებათა საერთო სახელწოდება. მწვავე ფორმების შემთხვევაში ღვიძლის პარენქიმა ზიანდება, ქრონიკულის დროს კი აღინიშნება ინტერსტიციული მეზენქიმური ქსოვილის პირველადი ანთება, მისი ჩაზრდა ღვიძლის ქსოვილის ტრაბეკულების მეორადი დაზიანებით. |