|
ჰიპერესთეზია |
[ბერძნ.hyper ზედმეტი, ჭარბი, aisthesis(aesthesis) გრძნობა] – გაძლიერებული მგრძნობელობა, მგრძნობელობის ისეთი შეცვლა როდესაც ავადმყოფი ამა თუ იმ გაღიზიანებას აღიქვავს მეტად ვიდრე ნორმაში. გაღიზიანების ზღურბლის დაქვეითების შედეგია. გვხვდება ხშირად მენინგიტის, ზოგჯერ პერიფერიული ნერვების დაზიანებისა და სხვ. დროს. |