lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ენტერობიოზი
(ბერძნ.enteron ნაწლავი, bios სიცოცხლე) – ნაწლავთა დაავადება, რომელსაც იწვევს კუდმახვილა – უმთავრესად ბავშვებშია გავრცელებული. დაავადების წყარო მხოლოდ დაინვაზიებული ადამიანია. ენტერობიოზის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: ქავილი შორისის მიდამოში, განსაკუთრებით ღამით, უძილობა, მეხსიერებისა და შრომის უნარის დაქვეითება, გულის რევა, უმადობა, ნერვული სისტემის მოშლა.