lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ეპიდიდიმიტი
(ბერძნ.epi-ზედ, ზევიდან, didymos ტყუპი, წყვილი, -itis ანთება) – სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება. ხშირად ეპიდიდიმიტი ურეთრიტის გართულებაა, შეიძლება განვითარდეს აგრეთვე ადგილობრივი ან საერთო ინფექციური დაავადების ან ტრავმის შედეგად. მწვავე ეპიდიდიმიტს ახასიათებს ტემპერატურის უეცარი მომატება, დანამატის ტკივილი, შესივება და საერთო მდგომარეობი გაუარესება. ორმხრივი ეპიდიდიმიტი შეიძლება უშვილობის მიზეზი გახდეს.