lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
კარცინომა
[ბერძნ. karkinoma კიბო, პირველად ეს ტერმინი გალენმა გამოიყენა, მხოლოდ სარძევე ჯირკვლის კიბოს აღსანიშნავად; ზოგჯერ შეიმჩნევა ვენების გაგანიერება, რომელიც კიბოს ფეხებს მოგვაგონებს; -oma სიმსივნე] – ავთვისებიანი ეპითელიუმური სიმსივნე, კიბო. არჩევენ ორ ძირითად ფორმას: ბრტყელუჯრედოვან და ცილინდრულუჯრედოვან კარცინომას. სრულიად არადიფერენცირებული სიმსივნე, ჩვეულებრივ, ცილინდრულუჯრედოვანი კარცინომაა, მაგრამ შეიძლება იყოს ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ფორმაც. კარცინომას ახასიათებს სწრაფი ზრდა, დაშლითი პროცესები, მეტასტაზებისა და რეციდივების განვითარება და ავადმყოფის სიკვდილი.