lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
აკროპარესთეზია
[ბერძნ. akros კიდური, para ახლო, aisthesis (aesthesis) შეგრძნება] - ანგიოტროფონევროზის ერთ-ერთი სახე, ახასიათებს პარესთეზია კიდურთა დისტალურ ნაწილებში, რასაც თან სდევს კიდურის გაფითრება შემდგომი ციანოზითა და გაწითლებით. მძიმე შემთხვევებში შეტევის ჩათავებისას აღინიშნება ტკივილი. ობიექტურად შეიძლება აღინიშნოს კანის მგრძნობელობის დაქვეითება. უფრო ხშირად ვითარდება ღამით და გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათანდე.