lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ალერგოლოგია
(ბერძნ. allos სხვა,ergon მოქმედება, logis მოძღვრება) - ალერგიულ დაავადებათა გამომწვევი მიზეზების, მათი განვითარების მექანიზმის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის შემსწავლელი მეცნიერება. თანამედროვე ალერგოლოგია იყენებს კლინიკურ-იმუნოლოგიურ (კანისა და სეროლოგიური ტესტები), პათოფიზიოლოგიურ და პათოქიმიურ (შინაგან ორგანოთა ფუნქციის შესასწავლი, სისხლში ჰისტამინისა და სხვ. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის დასადგენი და სხვ. სინჯები) მეთოდებს.