lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
მიოკარდიოდისტროფია
[ბერძნ.mys(ნათ.myos) კუნთი, kardia გული, dys- თავს., აღნიშნავს დარღვევას, trophe კვება] – მიოკარდიუმის ქიმიური და ქიმიურ–კოლოიდური სტრუქტურის, აგრეთვე გულის მოქმედების დროს მასში მიმდინარე ქიმიური და ბიოენერგეტიკული პრიცესების პათოლოგიური შეცვლა. ვლინდება ყველა შემთხვევაში, როცა ირღვევა გულის კუნთის კვება – გვირგვინოვანი სისხლის მიმოქცევისა და ნერვული რეგულაციის დარღვევის, ფილტვების დაავადების, ჰიპერტონული დაავადების, თირეოტოქსიკოზის, ანემიის, ავიტამინოზის, ინტოქსიკაციის, ინფექციისა და სხვ. დროს.