lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
პერიარტერიიტი ნოდუზური, კვანძოვანი პერიარტერიიტი
[periarteriitis იხ.პერიარტერიიტი, nodosa მდედრ. ლათ. ზედსართ. nodosus, კვანძოვანი (ლათ. nodus კვანძი)] – კოლაგენოზის ერთ-ერთი სახე – წვრილი არტერიების სისტემური დაზიანება, გვხვდება მეტწილად ახალგაზრდებში აზიანებს გულის, თირკმელების, ღვიძლის, ელენთის, კუჭქვეშა ჯირკვლის, კანის, კიდურების წვრილ და საშუალო ზომის არტერიებს. დამახასიათებელია არტერიის გარეთა ან შუა შრეში წვრილი კვანძების წარმოქმნა. მიმდინარეობა ქვემწვავე ან ქრონიკულია. ეტიოლოგია უცნობია.