lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
პოლიომიელიტი (მწვავე), მწვავე ეპიდემიური წინა პოლიომიელიტი, მწვავე ატროფიული სპინური ბავშვთა დამბლა
[poliomyelitis ბერძნ.polios რუხი, myelos ზურგის ტვინი, -itis ანთება ლათ. anterior წინა acutus (მდედრ.acuta) მწვავე sive ანუ epidemicus (epidemos ხალხში გავრცელებული)] – ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების ანთება, ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადება. უფრო ხშირად  ავადდებიან მცირეწლოვანი ბავშვები. გამომწვევია ნეიროტროპული ვირუსი. გამავრცელებელია ინფიცირებული ადამიანი. ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა, პროცესის უპირატესი ლოკალიზაციით ზურგის ტვინის წინა რქებსა და თავის ტვინის მამოძრავებელი ნერვების ბირთვებში. პროფილაქტიკისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულად ჩატარებულ იმუნიზაციას.