lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ანემია B12 ვიტამინდეფიციტური, ადისონ
[ლათ. morbus ავადმყოფობა, ამ დაავადების აღმწერი ინგლისელი ექიმის ადისონისა – Th. Adison (1793-1860) და გერმანელი ექიმის ბირმერის - A. Birmer (1827-1892) გვარების მიხედვით; anemia perniciosa (anaemia იხ. ანემია, ლათ. perniciosus დამღუპველი)] – იწვევს ორგანიზმში B12 ვიტამინის ნაკლებობა. ამ ანემიის მიზეზია კუჭში გასტრომუკოპროტეინის გამომუშავების დარღვევა, რის გამოც B12 ვიტამინი არ იწოვება ნაწლავებში. ძირითადი სამკურნალო საშუალებაა B12 ვიტამინი.