lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
სიფილისის მესამეული პერიოდი
სიფილისის არასისტემური მკურნალობის შემთხვევაში 3–10 წლის შემდეგ ე.წ. გუმური პერიოდის განვითარება. გუმა (დაშლის კერა) შეიძლება აღინიშნოს ყველა ორგანოსა ან ქსოვილში. მის განვითარებას ტვინში, გულში (რაც ძალიან იშვიათია), ღვიძლსა და სისხლძარღვებში ავადმყოფის სიკვდილი მოსდევს, ხოლო სხვა ორგანოში ან ორგანოთა სისტემაში (ძვლებში, ნერვულ სისტემაში, მხედველობისა და სმენის ორგანოებში) გუმამ შეიძლება ინვალიდობა ან სიმახინჯე გამოიწვიოს. სიფილისის გვიანი გართულებებიდან აღსანიშნავია აორტიტი, აორტის ანევრიზმა, ზურგის ტვინის ტაბესი და პროგრესირებადი დამბლა.