lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ტრიქინელოზი, ტრიქინოზი
(ბერძნ. trichinos თმისა, -osis მდგომარეობა) – ავადმყოფობა, რომელსაც იწვევს ტრიქინელა (მრგვალი ჭიების კლასის მოპარაზიტე ჭია). ტრიქინელას ჭუპრიანი უმი ან არასაკმაოდ შემწვარი და მოხარშული ხორცის მიღების მესამე, მეოთხე დღიდან ავადმყოფს აღენიშნება ძლიერი ფაღარათი, ღებინება, მუცლის ჭრა, ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, ქუთუთოებისა და სახის შეშუპება, პერიფერიულ სისხლში მკვეთრად გამოხატული ეოზინოფილია.