lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ტულარემია
[tulare კალიფორნიის შტატში ტბა და ოლქი, სადაც პირველად აღმოაჩინეს ეს დაავადება, ბერძნ. haima(haema) სისხლი) – ციების მსგავსი მწვავე დაავადება, რომელიც ადამიანს გადაეცემა დასნებოვნებული მღრნელებისა მწერებისა და ტკიპებისგან. გამომწვევია Bacterium tularense. დაავადებას ახასიათებს განსაკუთრებული მიმდინარეობა, ცხელებითი პერიოდი,  ავადმყოფური პროცესის სხვადასხვა ლოკალიზაცია. ამ დროს აუცილებლად ზიანდება რეგიონული ლიმფურლი კვანძები. დიაგნოზის დასადგენად მნიშვნელოვანია ბაქტერიების აღმოჩენი და აგლუტინაციის რეაქცია.