lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
ფებრის, ციებ–ცხელება, ცხელება, ციება
ცხელება - ორგანიზმის ზოგადი და რთული რეაქცია სხვადასხვა გამღიზიანებელზე, უმთავრესად ახასიათებს თერმორეგულაციის მოშლა და სხეულის ტემპერატურის აწევა. აღინიშნება ნივთიერებათა ცვლის, გულ–სისხძარღვთა სისტემის, სეკრეციული და ექსკრეციული ფუნქციების და სხვ. დარღვევა. ჩვეულებრივ, გამღიზიანებელია სისხლში მოხვედრილი ბაქტერიული ბუნების ცილა (ბაქტერიების დაშლის ბროდყქტები ან ტოქსინები), რაც ინფექციურ ცხელებას იწვევს. თუმცა ორგანიზმში მოხვედრილი უცხო, ბაქტერიული ცილა ანდა ორგანიზმის ცილოვანი ცვლის დარღვევის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებებიც იწვევს ცხელებას (ასეპტიკური ცხელება).